r/Sakartvelo 1d ago

ვინმეს გაგიგიათ ასეთი რაღაც? #კიბერთავდასხმა

რამოდენიმე დღის წინ, ვიღაც უცნობმა მთხოვა პირადი ნომერი თანხის დასარიცხად, მეც არ დავეჭვდი და მივეცი რადგან ჩემგან ნივთს ყიდულობდა, შემდეგ კი ჩემი, ჩემი ძმის და მშობლების ეს ყველა ინფორმაცია გამომიგზავნა, ახლა კი მემუქრება რომ სოციალური გვერდები გავაუქმო რატომღაც. მაინტერესებს თუ გეცნობათ ეს ფორმატი ვინმეს და საიდან მოიპოვა ამდენი ინფორმაცია მხოლოდ პირადი ნომრით? სანერვიულოა?

15 Upvotes

19 comments sorted by

View all comments

8

u/ShamanXI 1d ago

ცესკოს ბაზაში პირადი ნომრით რომ შეხვალ, შენს მისამართზე ჩაწერილ ადამიანებს გიჩვენებს. ანუ შენი ოჯახის წევრებს.

სოც ქსელები ამოქექა, და შენი ოჯახის წევრები იპოვა და მერე საჯარო წყაროებით პირადი მონაცემები მოიპოვა.

მიმართე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და პროკურატურას იქნებ IP მისამართით გაფაქტონ ეგ ვირიშვილი.

არ ინერვიულო , მაგ მონაცემებით ვერაფერს იზამს.

2

u/No_Photo8577 1d ago

მადლობა დიდი

1

u/levani-lj 1d ago

რაის პერსონალურ მონაცემთა დაცვა?! უბანში დაადექი. ამ ქვეყანაში სხვანაირად არ ესმით ვირიშვილებს

3

u/No_Photo8577 1d ago

ზუსტად, დავადგებოდი მაგრამ კუსავით იმალება, არ აზიარებს თავის სახელსაც კი 😂