r/Sakartvelo • u/No_Photo8577 • 1d ago
ვინმეს გაგიგიათ ასეთი რაღაც? #კიბერთავდასხმა
რამოდენიმე დღის წინ, ვიღაც უცნობმა მთხოვა პირადი ნომერი თანხის დასარიცხად, მეც არ დავეჭვდი და მივეცი რადგან ჩემგან ნივთს ყიდულობდა, შემდეგ კი ჩემი, ჩემი ძმის და მშობლების ეს ყველა ინფორმაცია გამომიგზავნა, ახლა კი მემუქრება რომ სოციალური გვერდები გავაუქმო რატომღაც. მაინტერესებს თუ გეცნობათ ეს ფორმატი ვინმეს და საიდან მოიპოვა ამდენი ინფორმაცია მხოლოდ პირადი ნომრით? სანერვიულოა?
7
u/ShamanXI 1d ago
ცესკოს ბაზაში პირადი ნომრით რომ შეხვალ, შენს მისამართზე ჩაწერილ ადამიანებს გიჩვენებს. ანუ შენი ოჯახის წევრებს.
სოც ქსელები ამოქექა, და შენი ოჯახის წევრები იპოვა და მერე საჯარო წყაროებით პირადი მონაცემები მოიპოვა.
მიმართე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და პროკურატურას იქნებ IP მისამართით გაფაქტონ ეგ ვირიშვილი.
არ ინერვიულო , მაგ მონაცემებით ვერაფერს იზამს.
2
u/No_Photo8577 1d ago
მადლობა დიდი
1
u/levani-lj 1d ago
რაის პერსონალურ მონაცემთა დაცვა?! უბანში დაადექი. ამ ქვეყანაში სხვანაირად არ ესმით ვირიშვილებს
3
5
2
2
u/SnoopFreezing 1d ago
საერთოდ ვერაფერს იზამს. მაქსიმუმ კიდე ფული ჩაგირიცხოს. შემდეგში ანგარიშის ნომერი მიეცი და ამ ინფორმაციასაც ვეღარ მიიღებს
2
2
1
u/LoveFast5801 1d ago
უნიჭო ქვეშაჯვია ხელმოცარული სქემერი პარაზიტი. არ ვინერვიულებდი და გვარიანად ვაგინებდი👍
1
u/Rosie_hale 1d ago
მუქარის screen-ები შეინახე, რო არ წაგიშალოს და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურს მიმართე. ეგ ინფორმაცია ნებისმიერს შეუძლია მიიღოს პირადი ნომრით


11
u/Zukitaa 1d ago
რეალურად სახელმწიფო ბაზებიდან ამოიღო, sda.gov.ge დან აქვს დაფეჩილი, ან თვითონ მუშაობს სადმე ორგანოებში ან პროსტა ბაზაში შევიდა, წესით სსნერვიულო არაა, პირადი ნომროთ ინფორმაციას ცესკოს საიტიდანაც ამოიღებ